გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა მუსიკაში
პედ: ნანა ლომსაძე
გაკვეთილის მთავარი თემა
ოპერის წარმოშობა.
მსოფლიო ოპერის თეატრი.
სწავლების საფეხური
VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 32 მოსწავლე.
საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ბავშვები გაეცნობიან ოპერის წარმოშობას. შეისწავლიან მსოფლიო ოპერებს და ოპერის თეატრებს,გაეცნობიან მსოფლიო კომპოზიტორებს .
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა ისწავლონ სიმღერა თანაკლასელებთან ერთად; შესძლონ მოსმენილი მუს. ნაწარმოების გაანალიზება; შეუძლია გააცნოს თანმაკლასელებს მუს. ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება; იცნობს და შეუძლიაქართული და მსოფლიო მუს. ხელოვნების ცნობილი ნიმუშების დახასიათება; აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს დაურიგდება ბარათები კითხვით
3 რამ რაც გავიგე
2 რამ რაც მინდა ვიცოდე
1 რამ რაც ვერ გავიგე
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას, შესძლო მოსმენილი მასალის გაანალიზება(აღქმა კონტექსტში), მოსმენილ მელოდიას აჰყვა ხმით( სიმღერით). მოსმენილ მასალას ცნობს და უკეთებს ანალიზს.
მუშაობს- ჯგუფში, ინდივიდუალურად.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
საკითხავი ლიტერატურა;აუდიო მაგნიტაფონი;დისკი;სასწავლო წიგნი; პროექტორი; კომპიუტერი; (PowerPoint)-ის გამოყენება;ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა/ სასკოლო მენეჯმენტი
გაკვეთილზე გამოვიყენებ ვენის დიაგრამას                   ( ჯგუფური მუშაობა).


Комментариев нет:

Отправить комментарий